logo
ENG



აშშ-ის თანახმად, იარაღის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში რუსეთი და ჩრ. კორეა "წინ მიიწევენ"

30 აგვ 202321:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/486dkqn4kfqjr47.jpeg
KCNA

აშშ-ის დაზვერვის მონაცემების თანახმად, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პოტენციური შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა "აქტიურად მიიწევენ წინ".

ბაიდენის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოხატა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ გასულ თვეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, პოტენციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით იქ რუსეთის მორიგი დელეგაციის ვიზიტიც შედგა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, მეორე დელეგაციის ვიზიტის გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს "ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების" შესახებ წერილი მისწერა.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩრ. კორეა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განხილვას და გვაქვს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები საგრძნობლად მიიწევს წინ. ამ მოლაპარაკებების შემდეგ, უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მაღალი დონის განხილვები გაგრძელდეს", - თქვა ჯონ კირბიმ.

26 ივლისს რუსეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა - ისინი კორეის ომის დასრულების 70 წლისთავს დაესწრნენ, რომელიც ფხენიანში დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნა.


close დახურვა